იაგო ხვიჩია:”ნაციონალური მოძრაობა უნდა გაუქმდეს”

Read Time:1 Minute, 15 Second

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გაუქმდეს. მისი გაუქმება აწყობს მიხეილ სააკაშვილს და აწყობს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერებს, რომლებსაც სხვანაირად თავისუფლად ქმედების საშუალება ექნებათ პოლიტიკაში, ეს აწყობს ხართველ ხალხსაც.
მისივე თქმით, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს. “ნაციონალური მოძრაობა” არის “ქართული ოცნების” ხელში რაღაც იარაღი, რომლითაც ოცნება არჩევნებს იგებს.ამის შესახებ მან ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ახლა “ქართულმა ოცნებამ” რომც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები,ეს არ იქნება ოპოზიციის გამარჯვება. ამ მიმართულებით ჩვენ არ უნდა წავიდეთ, მითუმეტეს არ უნდა წავიდეთ, თუ მიხელი სააკაშვილის გათავისუფლება გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ სააკაშვილის დაკავების პირველივე დღიდან თანმიმდევრულები ვიყავით და იმას ვითხოვდით, რასაც დღეს ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა” – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. შესაბამისად, ჩვენს ქმედებებში არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ სულ ამას ვამბობდით, და კარგია, რომ ახლა მაინც დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამაზე საუბარი. თუმცა, ამისთვის რაღაც არის გასაკეთებელი, თავისით ეს ამბავი არ გამოვა. ის რაც გააკეთეს ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადასაყვანად, მგონია საკმარისი არ იყო. თუ მართლა გვინდა და მართლა ვზრუნავთ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მარტივი გზა არის ბრძოლოს დამთავრება და ბრძოლას, ესე, უბრალოდ “ქართული ოცნება” არ დაამთავრებს, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” არსებობს. “ნაციონალური მოძრაობა” არის “ქართული ოცნების” ხელში რაღაც იარაღი, რომლითაც “ოცნება” არჩევნებს იგებს. ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს იარაღი. თუ მართლა გვინდა რომ რაღაცა შეიცვალოს შემდეგი არჩევნებისთვის, საჭიროა რაღაცა არსებითის შეცვლა და ეს არსებითი, არსებითი უნდა იყოს. “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გაუქმდეს. მისი გაუქმება აწყობს მიხეილ სააკაშვილს და აწყობს “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერებს, რომლებსაც სხვანაირად თავისუფლად ქმედების საშუალება ექნებათ პოლიტიკაში, ეს აწყობს ხართველ ხალხსაც,”-განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბარს გეგმავს, რათა ისინი სტამბოლში პირისპირ შეხვედრაზე დაითანხმოს
Next post ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება