იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა-გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს

Read Time:41 Second

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალი ხასიათის სხვა გვარი ქმედების ჩადენაში.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ნებიერიძემ. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში უდანაშაულოა და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა სცნონ დამნაშავედ

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს” – ვინ იყო გოგონა, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაიცვალა
Next post მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება