თურქეთში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

Read Time:23 Second

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.
ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა
Next post რიკოთის გვირაბთან ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა