თურქეთში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა
რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.
მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ილაპარაკა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
ლევან იზორიას განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა: „მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს ითვალისწინებს და ადეკვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და საუკეთესო საფუძველს გვაძლევს მომავალი განვითარებისთვის.“
ლევან იზორიამ თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო, სადაც მას თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. ანკარადან თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სამმხრივ მინისტერიალზე დასასწრებად ქალაქ გირესუნში გაემგზავრა.
ორდუ-გირესუნის აეროპორტში სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ. გირესუნისა და ორდუს ვილაიეთებში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის მოქალაქეებმა საქართველოს დელეგაციას გულთბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა იზრდება
ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვართ ისტორიულ პიკში“, - აღნიშნულის შესახებ მედიასთან ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა...
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დავით ხიდაშელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით,...
ირაკლი ჩიქოვანი – სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“
„ის რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის...
ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას
საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში საერთაშორისო...
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც...
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო...