თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 4 ადამიანი, რომლებმაც 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 200-ზე მეტი საათი გაატარეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.
ქალაქ ადიამანში მაშველებმა გადაარჩინეს 12 წლის ბერატი, რომელმაც ნანგრევებში 207 საათი გაატარა. მისი ოჯახი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.
კაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის ქალი, რომელმაც იქ 205 საათი გაატარა. მის გამოსასხნელად მაშველებმა 5-მეტრიანი გვირაბი გათხარეს.
მანამდე ქალაქ ანტაქიაში მაშველებმა გადაარჩინეს ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც ნანგრევებში სულ მცირე 204 საათი გაატარეს.