თსუ-ს კიდევ სამმა პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

Read Time:56 Second

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ სამმა პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღეს თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა და იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამამ, რომელიც შპაიერის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, დღეისთვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

FIBAA-ს აკრედიტაცია წინ გადადგმული ნაბიჯია ISET-ისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში სთავაზობს სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას “საჯარო მმართველობა” საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით, მიენიჭა. პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე გახარიაზე: თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდისა და საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე
Next post როგორია კორონავირუსის ე.წ. ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები. თენგიზ ცერცვაძის განმარტება