თორნიკე რიჟვაძე: პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი ოპოზიციური სპექტრი სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს

Read Time:42 Second

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს ჯეროვნად აფასებს და მოქალაქეებზე ამ გზებით მანიპულირება დაუშვებელია.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად შეაფასა, ვინ ებრძოდა და ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას და ვინ აკეთებდა სიბინძურეებს წლების განმავლობაში.

ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურის, რომელსაც აკეთებდნენ რიგი ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით, ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად აფასებს და არავის მისცემს საშუალებას, რომ ამ ტიპის სიბინძურით მოახდინონ მანიპულირება მოქალაქეებზე.

ამავე დროს, ეს კონტექსტიც გასათვალისწინებელია. იცით, რომ მოახლოებულია არჩევნები და როცა პოლიტიკური შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია მთელი ეს ოპოზიციური სპექტრი, არა აქვთ არანაირი გეგმა და არც ხალხის მინიმალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, აგრძელებენ ტირაჟირებას იმ სიცრუის და სიბინძურის, რომელიც არის მათი ხელწერა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას
Next post კახა კალაძე: 22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება