თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით

Read Time:41 Second
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით
„ბათუმში და ყველა მუნიციპალიტეტში პირველი ტურებში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და ყველა საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი უმრავლესობით“- ამის შესახებ დღეს ბრიფინზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ მორიგი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
“დღეს გახდა საჯარო ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარეული კვლევის შედეგები და ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ, როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი, ასევე, ამ შედეგებით საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილი ძალიან მყარი უმრავლესობით. ეს კვლევები ჩატარდა ბოლო დღეების განმავლობაში, რომელიც ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა
Next post თორნიკე რიჟვაძე: არჩილ ჩიქოვანი ასოცირდება 2008 წლის ომის მონაწილესთან, ხოლო კირთაძე და ვარშალომიძე ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან