თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა აქვთ

Read Time:39 Second

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან და რეგულაციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც ეპიდვითარებასთან მიმართებაში არსებობს.

,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც გვაქვს ეპიდვითარებასთან მიმართებაში.

რეკომენდაციები, რომელიც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს, იქნება ეს პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავშეკავება, უნდა იქნას დაცული.

მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ აუცრელი არავინ დარჩეს. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა პანდემიასთან გასამკლავებლად.

ეფექტური კონტროლის ნაწილში ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის განაწესს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა მათ მიმართ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვერც მთავრობა ცალკე აღებული, ვერც ცალკე აღებული ექიმები ვერ გავიმარჯვებთ, თუკი არ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო პატრიარქზე: მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ
Next post შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ომარ ტაკიძე