თინა ბოკუჩავა: ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე: რა იწვევს იძულებით ემიგრაციას?

Read Time:31 Second

„800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. საქართველოში იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? – ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა, რომელზედაც გვინდა მივიღოთ პასუხი „ქართული ოცნებისგან“ და პირადად პრემიერ-მინისტრისგან. 800 ათასი მოქალაქე წავიდა საქართველოდან 2012 წლის შემდეგ და დატოვა ქვეყანა. მხოლოდ 30 ათასმა მოქალაქემ, 2022 წელს, მოითხოვა თავშესაფარი  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოში კი იცლება სოფლები, იცლება ოჯახები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან  ითხოვენ პასუხს არსებული რეალობის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა იწვევს იძულებით ემიგრაციას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს
Next post სოზარ სუბარი: კართაგენი უნდა დაინგრეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც!