თინათინ ტურძილაძე „ვოსორიტიდზე“: არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა – ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია

Read Time:37 Second

არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა. ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია. საუბარია იმაზე, რომ ძვლის ზრდა იწყება. თუ ძვლის ზრდა, საკმაოდ გაგრძელდა დინამიკაში, არის ვარაუდი, რომ გვერდითი ეფექტების კორექციას გააკეთებს. აქ სიტყვას „ვარაუდობს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურად, ფაქტობრივად, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, – ამბობს მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესახებ მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასევე, უცნობია, იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა, ძვლის ზრდას მოჰყვეს და ხრტილის გამაგრების მოლოდინში, სხვა ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გაუარესდეს.

„ვინმემ შესაძლოა, დასვას კითხვა, როგორ მოვიქცეთ, ამ ბავშვებს ხომ ძალიან უჭირთ? რა თქმა უნდა, ასეა. რა თქმა უნდა, მათ ძვლის ზრდის ეტაპამდე, ტკივილები და ყველა ის გართულება აქვთ, რომლებზეც საუბრობენ. უბრალოდ ამას სჭირდება თავისი პროტოკოლი, როგორ უნდა მოუაროთ ამ დაავადებას“, – ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაჩეჩილაძე: ჩვენ ვართ ქრისტიანული ევროპის მომხრეები. ჩვენ ვართ იმ ევროპის მომხრეები, რომელზეც გავიზარდეთ
Next post ხატია დეკანოიძე: ფაქტია, რომ სასამართლო კლანი აშანტაჟებს ხელისუფლებას