არ ვიცით, ხრტილი გამაგრდება თუ არა. ამ ეტაპზე, კვლევებს ასეთი მონაცემი არ დაუდია. საუბარია იმაზე, რომ ძვლის ზრდა იწყება. თუ ძვლის ზრდა, საკმაოდ გაგრძელდა დინამიკაში, არის ვარაუდი, რომ გვერდითი ეფექტების კორექციას გააკეთებს. აქ სიტყვას „ვარაუდობს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურად, ფაქტობრივად, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, – ამბობს მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესახებ მედიცინის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ასევე, უცნობია, იმ გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა, ძვლის ზრდას მოჰყვეს და ხრტილის გამაგრების მოლოდინში, სხვა ბევრი სასიცოცხლო ფუნქცია გაუარესდეს.
„ვინმემ შესაძლოა, დასვას კითხვა, როგორ მოვიქცეთ, ამ ბავშვებს ხომ ძალიან უჭირთ? რა თქმა უნდა, ასეა. რა თქმა უნდა, მათ ძვლის ზრდის ეტაპამდე, ტკივილები და ყველა ის გართულება აქვთ, რომლებზეც საუბრობენ. უბრალოდ ამას სჭირდება თავისი პროტოკოლი, როგორ უნდა მოუაროთ ამ დაავადებას“, – ამბობს ფარმაცევტული დარგის საერთაშორისო ექსპერტი.