თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

Read Time:1 Minute, 1 Second

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერ უცნობია ვრცელდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად და იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ჯანმოს სხვა შტამებისთვის „შემაშფოთებელის“ სტატუსი ასე სწრაფად არ მიუნიჭებიათ.

„წინა ოთხ შტამს – „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, – ამბობს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ იმისთვის, რომ არსებული ვაქცინების ეფექტიანობაზე დასკვნები გააკეთონ.

„ეს მაჩვენებლები ჯერ უცნობია, ვინაიდან ცოტაა ვირუსის ინფიცირების შემთხვევები და მეცნიერებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, შეესწავლათ. უბრალოდ მხოლოდ ვარაუდია, ვინაიდან მას მუტაციების დიდი რაოდენობა აქვს სწორედ იმ პროტეინში, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ვაქცინის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები და მონოკლონური ანტისხეულებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, მათ შორის საქართველოშიც. არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში, ჯერ შემთხვევების 99% „დელტაზე“ მოდის. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ. თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან {შემოვიდეს}, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ
Next post მაშველებმა ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს