თენგიზ ცერცვაძე: უნდა დავძლიოთ ყველანაირი სკეპტიციზმი და ჩავებათ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში

Read Time:51 Second

საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას და მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში, დანარჩენი კომპონენტების გამართული მუშაობით, ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დღეს მას აქვს კოვიდის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე 2 სახის ვაქცინაა და მოსახლეობას იმის ფუფუნება აქვს, რომ არჩევანი გააკეთოს.

„არაფრით არ შეიძლება, რომ ეს ხელსაყრელი წინაპირობა ხელიდან გავუშვათ და ჩვენი დაუდევრობით ან ვაქცინებისადმი სკეპტიციზმით გავაკეთოთ ისე, რომ მდგომარეობა გაუარესდეს. რამოდენიმე ქვეყანაში უკვე ლაპარაკობენ მესამე ტალღის დაწყებაზე, ზოგიერთ ქვეყანაში ელოდებიან კიდეც და ჩვენ რომ იგივე არ დაგვემართოს, მით უმეტეს როცა დღეს ასეთი კარგი მდგომარეობა გვაქვს, უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, უნდა დავძლიოთ ყველანაირი სკეპტიციზმი, ყველანაირი უნდობლობა ვაქცინაციისადმი და უნდა ჩავებათ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო შევამციროთ ახალი შემთხვევების რიცხვი, რაც პრაქტიკულად მისცემს ქვეყანას იმის საშუალებას, რომ ყველანაირი შეზღუდვები გააუქმოს, ქვეყანა და ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ ის ძალიან მტკივნეული პროცესები და დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციას არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში შეცვლის
Next post ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე დღეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ