თენგიზ ცერცვაძე: სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება

Read Time:39 Second

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. ასევე გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო.

ორი ძირითადი ფაქტორია – პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: კახი კავსაძის სიცოცხლის გადასარჩენად მასთან ერთად ვიბრძვით
Next post ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა ირბინონ რუსთაველზე, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგიერთს მოუხდება კიდეც, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების არანაირი ნდობა