თენგიზ ცერცვაძე: პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან, საქართველოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინის მასობრივი შემოსვლა დაიწყება

Read Time:31 Second

ივნისი იქნება ბოლო თვე, როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი არ იქნება ისეთი აქტიური, როგორც ეს საჭიროა სამიზნე ჯგუფებზე გასვლისთვის. ივნისის ბოლოდან, პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინის მასობრივი შემოსვლა დაიწყება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ პერიოდიდან ქვეყანაში შემოვა დიდი რაოდენობით „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ფაიზერი“.

„და კიდევ ერთი ვაქცინა: ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი – „ნოვავაქსი“, რომელიც არის ბაზარზე და ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. ის ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და მისი პირველი კონტრაქტორი საქართველოა, რომელიც მილიონ დოზას მიიღებს. ივნისის ბოლოდან საქართველოში აიცრება დღეში არა 4000-5000, არამედ 8000-9000 ადამიანი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: სენატორები იმის საჩვენებლად ჩამოდიან, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას
Next post გიორგი ვოლსკი გახარიაზე: პრემიერ-მინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, მისი ნაბიჯები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს დაემთხვა