თენგიზ ცერცვაძე – პირბადეები რჩება ყველაზე დიდ თავის ტკივილად, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს

Read Time:29 Second

პირბადეები რჩება ჩვენს ყველაზე დიდ თავის ტკივილად, ამას ვერ მოვერიეთ, ამის პერსპექტივაც ცუდი გვაქვს, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი საკმარისად მაღალი არ არის.

„40 პროცენტი იყო, ახლა 60 პროცენტამდე მოიმატა, ევროპის ქვეყნებში 90-95 პროცენტია, იქაც კი, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ორი მესამედია. ერთადერთი ისრაელმა მოხსნა, ისიც გარე სივრცეში. საქართველოსთვის პირბადეები კოვიდის სფეროში ყველაზე სერიოზულ პრობლემად დარჩება. სხვა ყველა პრობლემა ან გადაჭრილია, მხედველობაში მაქვს პაციენტების მკურნალობა და მოვლა, ან გადაიჭრება, ვგულისხმობ ვაქცინაციას. პირბადეებზე ყველა უნდა მოგვეხმაროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, გვექნება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები
Next post ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დაწესებულების ხელმძღვანელი არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას