თენგიზ ცერცვაძე: ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ ახალ მედიკამენტს, რამაც სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის მკურნალობაში
საქართველოში ოქტომბერში შემოვიტანთ კოვიდის სამკურნალოდ ორ პრინციპულად ახალ მედიკამენტს. ჩვენი მოლოდინია, რომ ამან სერიოზული გარდატეხა უნდა მოახდინოს კოვიდის წარმატებულ მკურნალობაში., – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ახალმა მედიკამენტებმა მკვეთრად უნდა შეამციროს ავადმყოფის დამძიმების რისკები და, შესაბამისად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„ესაა ორი მედიკამენტი. მონოკლონური ანტისხეულები -კოვიდის მკურნალობაში პრინციპულად ახალი სიტყვაა. კოვიდის სამკურნალოდ ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ სწორედ მონოკლონურ ანტისხეულებზე. ეს არის იმის მსგავსი ანტისხეულები, რომლებიც მუშავდება ადამიანის ორგანიზმში კოვიდის გადატანის შემდეგ. მაგრამ ეს ანტისხეულები მიღებულია გენეტიკური ინჟინერიის გზით.
ჩვეულებრივ ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულებისგან იმით განსხვავდება, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არის ან დაბალი ან მაღალი, მაგრამ ხშირად მაინც არაა საკმარისი, რომ კოვიდგადატანილი პაციენტისგან აღებული პლაზმით ვუმკურნალოთ პაციენტს და ყოველთვის მივიღოთ კარგი შედეგი. ჩვენ ამ მეთოდს ერთ-ერთი პირველი მივმართავდით, გვქონდა შედეგები, მაგრამ ისეთი არა, როგორიც გვინდოდა. მონოკლონური ანტისხეულები გენეტიკური ინჟინერიით მიღებული ანტისხეულებია, არის ძალიან მაღალი კონცენტრაციით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განმარტებით, ამ ძვირადღირებული პრეპარატის შეძენაში საქართველოს ზოგიერთი ქვეყნის საელჩო და მსოფლიო ბანკი ეხმარება, რომელიც პროცესს მთლიანად ან ნაწილობრივ აფასებს და პრეპარატი საქართველოში ყველზე გვიან ოქტომბრის ბოლოს შემოვა.
მეორე მედიკამენტს – „ბარიციტინიბს“ ქვეყანა 2-3 დღეში მიიღებს.
„ბარიციტინიბი განსხვავებული მექანიზმისაა, რადგან ტაბლეტია, რაც ხელსაყრელია. მას აქვს ორმაგი მოქმედება, ის არის ანტივირუსულიც და ანტიანთებითიც. აქვს ის თვისებები, რაც აქვს „რემდესივირს“ და რომელიც ექნება მონოკლონურ ანტისხეულებს, ექნება ის თვისებებიც, რომელიც აქვს ტოცილიზუმაბს. ამ ერთი მედიკამენტით ვმკურნალობთ კოვიდის ორ მექანიზმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაგვიანებული პაციენტებისთვის“, – განმარტავს ცერცვაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...