თენგიზ ცერცვაძე: მგონია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ის საკითხია, სადაც არ შეიძლება რაიმე განსხვავებული აზრი არსებობდეს – ეს არის ცალსახად უდიდესი სიკეთე ქვეყნისთვის

Read Time:45 Second

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიდის ძალიან დიდი წარმატებით, როგორც საერთაშორისო ინტერესებისთვის, ისე საქართველოსთვის. საერთაშორისო მასშტაბით მისი მნიშვნელობა იქნება ის, რომ მედიცინის ისტორიაში პირველად ჩაიწერება, რომ მოხდა ერთი ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინით, არამედ მედიკამენტით, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, ასეთი რამ მსოფლიოში აქამდე არ მომხდარა.

„ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს და საზოგადოებისა და პოლიტიკოსების პოლარიზაციის პირობებში ყველა საკითხზე არსებობს კამათი და საპირისპირო აზრი. მგონია, რომ C ჰეპატიტის [ელიმინაციის პროგრამა] ის საკითხია, სადაც არ შეიძლება რაიმე განსხვავებული აზრი არსებობდეს – ეს არის ცალსახად უდიდესი სიკეთე ქვეყნისთვის.

2015 წელს პრემიერი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერითა და ნებით, ჩვენ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ამერიკის СDC და კომპანია „გილეადი“, რომ სხვა ქვეყნებზე უკეთ შევძლებდით ამ პროგრამის განხორციელებას (ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის უნდა გადაეცათ ეს პროგრამა). მოხდა ისე, რომ პირველ სამოდელო ქვეყნად აირჩიეს საქართველო და დღეს საქართველო არის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია: “ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან”
Next post პაპუაშვილი სამადაშვილს: თუ დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით?