თენგიზ ცერცვაძე: გადატანილი კოვიდი ინგლისური შტამისგანაც იცავს, საქართველოში ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 -15 შემთხვევაა

Read Time:31 Second

ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 10-15 შემთხვევაა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, კოვიდით ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა.

„რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: თუ ნიკა მელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება, ჩვენი პარტიის მხარდაჭერა მას არ ექნება
Next post ილია მეორე კახი კავსაძეზე: წავიდა თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება