თენგიზ ცერცვაძე: ახლა პიკში ვართ და ეს კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება

Read Time:38 Second

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მინდა გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს.

შემეკამათებით, როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არის. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ისეთი, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ
Next post ირაკლი სესიაშვილი: გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისი წილი ცოდვა მიუძღვით