თენგიზ სულაქველიძე – აკადემიაში ახალი მოედანი დიდი შეღავათი იქნება

Read Time:30 Second

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის დაფინანსებით, ამჯერად, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის მთავარი სტადიონის მოწესრიგება მიმდინარეობს.

სფფ-ს ცნობით, აკადემიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომლის შედეგად აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ექნება. 14 მარტს, აკადემიას ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

”ჩემი ოცნება იყო, რომ აქ ხელოვნური საფარი ყოფილიყო და ეს ოცნება ასრულდა. ეს აკადემიისთვის აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ ძირითადად, ბუნებრივი საფარიანი მოედნები გვაქვს, ცუდი ამინდის დროს კი ძალიან ვწვალობდით, ბავშვებს სრულყოფილად რომ ევარჯიშათ. ახალი ხალიჩა რომ გვექნება, ეს დიდი შეღავათი იქნება, რადან ამიერიდან ვარჯიშები აღარ ჩაგვივარდება” – ამბობს აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, თენგიზ სულაქველიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს სალომე ზანდუკელი
Next post ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს