ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

თემურ წიკლაური 80 წლის გახდებოდა

22 იანვარი, ქართველი საესტრადო მომღერლის და მსახიობის, ანსამბლ „ივერიის“ წევრის თემურ წიკლაურის დაბადების დღეა, იგი დღეს 80 წლის გახდებოდა.

მომღერლის სახელის უკვდავსაყოფად, თბილისის ერთ-ერთ უსახელო სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“). თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, სადაც 2021 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო ადასტურებს, რომ დრონი დუბაიში, აშშ-ის საკონსულოს შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ადასტურებს, რომ დრონი დუბაიში, აშშ-ის საკონსულოს შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა.„ვნახე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დუბაიში მდებარე საკონსულოს შესახებ. ბოლო განახლება, რაც ამ კამერებთან მოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე მივიღე, იყო ის, რომ დრონი სამწუხაროდ შენობის მიმდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა და შემდეგ იქ ხანძარი გაჩნდა. როგორც იცით, ჩვენ დიპლომატიური დაწესებულებებიდან პერსონალის გაყვანა წინასწარ დავიწყეთ, მაგრამ ჩვენი საელჩოები და ჩვენი დიპლომატიური დაწესებულებები ტერორისტული რეჟიმის პირდაპირი თავდასხმის ქვეშ არიან“, – განაცხადა რუბიომ.როგორც „ბიბისი“ წერს, საკონსულო ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან და საუდის არაბეთის საკონსულოსთან ახლოს მდებარეობს.ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს იმ ამერიკელების დასახმარებლად, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთის დატოვება სურთ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, 1500-ზე მეტმა ამერიკელმა მოითხოვა სახელმწიფო დეპარტამენტისგან დახმარება.„ჩვენ ვიცით, რომ შევძლებთ მათ დახმარებას. ამას ცოტა დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ არ ვაკონტროლებთ საჰაერო სივრცეს“, – აღნიშნა რუბიომ.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის 9000-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის 300-ზე მეტი ისრაელიდან.

ჯოზეფ ბორელი – მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობისა და ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე უარის გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას უცხადებს ესპანეთის ხელისუფლებას, რომელმაც მისი თქმით, აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.„სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ესპანეთის მთავრობის მიმართ აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის დაგმობასა და ესპანეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ნებართვის არ მიცემის გამო. ეს ევროკავშირის საფუძვლად დადებული პრინციპებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დადასტურებაა“, –  წერს ჯოზეფ ბორელი.ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ „ესპანური საზოგადოება ირანის რეჟიმის წინააღმდეგია, ამავდროულად, წინააღმდეგია გაუმართლებელი, საშიში სამხედრო ჩარევის, რომელიც საერთაშორისო სამართალს სცდება“. 

დიმიტრი ცქიტიშვილი – დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში

დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფონზე საქართველო მარტო არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე."ის, რომ საქართველო მარტო არის დარჩენილი და რეალური პარტნიორები არ გვყავს, ეს მთავარი პრობლემაა დღეს. მეორეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი ის არის, რაც არის და ბოლო ათეული წელია, ასეა, შესაძლებელი იყო გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, მაგრამ არა იმ ხარისხის და ფორმატის, როგორიც მივიღეთ.დღევანდელ მდგომარეობაში მთავარი და საფრთხილო არის ის, რაც ხდება რეგიონში. ეს არ არის ორდღიანი სამხედრო ოპერაცია, როგორც შარშან იყო, რომელმაც ზიანი მიაყენა ირანის ატომურ პროგრამას და ამით დამთავრდა, ეს უფრო განგრძობითი პროცესია, როგორც გამოცხადდა, მინიმუმ, ოთხკვირიანი გეგმაა. რა განვითარდება და რა მასშტაბებს მიიღებს, ეს ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.28 თებერვალს, ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს დაარტყა. ღამით თეირანმა ოფიციალურად აღიარა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად. ამჟამად საომარი მოქმედებები გრძელდება.

კახა კალაძე – მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით – მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ამაზე ძვირფასი არაფერია

მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში განაცხადა.მანვე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.კალაძემ პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა."გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა შვილი - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ ჩარტერული რეისები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფრენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა იყო, უამრავი ზარი იყო ანუკასთან - კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში.მინდა, მშვიდობა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

ბოლო სიახლეები