კვირა, იანვარი 18, 2026

თემურ მღებრიშვილი: დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული

სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

„მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

„დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ , ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.

„რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს გოგო, რომელმაც მშობლების მოწამვლა მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ მას შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს (უცხოეთი)

ბრაზილიაში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი მშობლებისა და ბიძაშვილის მოწამვლა მას შემდეგ სცადა, რაც მშობლებმა შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზეთი Daily Star-ი წერს.შემთხვევა ქალაქ ნოვა-სერანაში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონამ მომზადებულ საკვებში საწამლავი დაამატა. ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც ბრაზილიაში არალეგალურად გამოიყენება მღრღნელებთან საბრძოლველად და ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ბიძაშვილის წყალობით.მამაკაცმა ჭამის დაწყებისთანავე შენიშნა კერძის უჩვეულო და საეჭვო კონსისტენცია და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სხვა ნათესავებს. მშობლებმა მისი გაფრთხილება გაითვალისწინეს და საკვები არ გაუსინჯავთ, ხოლო თავად ბიძაშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებმა მას კუჭის გამორეცხვა ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ეს დაავადება ხშირად ვირუსით ინიღბება… – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია… ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია. ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია: მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე ჭირვეულობა, მოთენთილობა ცუდი მადა, ღებინება შარდის მძაფრი სუნი მოზრდილებში წვა ან ტკივილი შარდვის დროს ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით მუცლის ან წელის ტკივილი შარდში სისხლის მინარევი ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია) აუცილებლად გახსოვდეთ,რომ სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე! „სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის " - წერს პედიატრი. 

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

ბოლო სიახლეები