თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Read Time:26 Second

თელავში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თიხის ტიპის საფარის მქონე და ჰარდის ტიპის საფარის მქონე კორტების მოწყობა, ასევე ჰარდის ტიპის ჩოგბურთის მოედნის გადახურვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჩოგბურთის სავარჯიშო კედელს.
დამონტაჟდება ტრიბუნები მაყურებლისათვის, მოეწყობა გარე განათების თანამედროვე სისტემა, სავალ ბილიკებზე მოეწყობა ბეტონის ფილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება არსებულ შენობასაც. მოეწყობა სივრცე ადმინისტრაციის განსათავსებლად, ასევე კაფე ბარი და სანიტარული კვანძი.
შენობაში მოეწყობა ახალი გათბობა-გაგრილების სისტემა, გარე სივრცეში კი ახალი სადრენაჟე და წყალ-კანალიზაციის სისტემები

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მიღებული აქვს ღირსეული მონაწილეობა მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში
Next post პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა