თეთრი სახლი: შემდეგი რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

Read Time:33 Second

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ბრძოლა უკრაინაში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

როგორც კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.

„რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებით და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. რუსეთის იღებს ბალისტიკურ რაკეტებსაც. გარდა ამისა, რუსებმა თვითმფრინავების და სხვა იარაღის სისტემების წარმოება დაიწყეს“, – აცხადებს ჯონ კირბი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ხალხის ძალა”: რომც დავუშვათ, რომ 2-3 წელიწადში უკრაინას ნატოში მიიღებენ, საკითხავია, ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება თუ არა ნატოს წევრობა იყოს რაიმე ხელშესახები მორალური თუ პრაქტიკული ნუგეშის მომტანი უკრაინელი ხალხისთვის
Next post რატი ბრეგაძე: „ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების გამოყენება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ემსახურება მხოლოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოებას“