თეთრი სახლი: რუსეთის მთავრობა უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზეა პასუხისმგებელი

Read Time:22 Second

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზეა პასუხისმგებელი.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთის მთავრობა პასუხისმგებელია ამ კვირაში უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ ფართომასშტაბურ კიბერშეტევებზე. ჩვენ გვაქვს ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულთან რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს აკავშირებს“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ, ენ ნოიბერგერმა.

ენ ნოიბერგერის თქმით, აშშ-მა სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეტევებმა შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს უფრო აგრესიულ თავდასხმებს სახმელეთო შემოჭრის წინ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: საკანში მყოფი სააკაშვილის იდეებს ვერავინ გადაუხვევს, მათ შორის, ვერც ბადრი ჯაფარიძე
Next post გურამ თუშიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი გახდა