აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ კიბერშეტევებზეა პასუხისმგებელი.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთის მთავრობა პასუხისმგებელია ამ კვირაში უკრაინის ბანკებზე განხორციელებულ ფართომასშტაბურ კიბერშეტევებზე. ჩვენ გვაქვს ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულთან რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს აკავშირებს“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ, ენ ნოიბერგერმა.
ენ ნოიბერგერის თქმით, აშშ-მა სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინასა და სხვა ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეტევებმა შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს უფრო აგრესიულ თავდასხმებს სახმელეთო შემოჭრის წინ.