თეა წულუკიანი ხაბეიშვილზე: როდესაც ხარ ტაკიმასხარა, რა თქმა უნდა, ძნელია აქციების სახით, რამე ცვლილებას ჩაუყარო საფუძველი

Read Time:56 Second

პოლიტიკური კრიზისია ოპოზიციაში და ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ ვერ ვხედავ შეშფოთების საფუძველს, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახვებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ და უნდა გამართონ, რადგან ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მეორე საქმეა, ეს აქციები მათთვის რას მოიტანს ან სახელმწიფოში რა ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. ვფიქრობ, არაფერსაც არ მოიტანს, რადგან მათ ბოლომდე დაკარგული აქვთ ამომრჩევლის ნდობა, საზოგადოების ნდობა. ვხედავთ, ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან. ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი. როდესაც რეპუტაცია განულებული აქვს პოლიტიკურ ვითომ ლიდერს, მის უკან ხალხი ვერ დადგება, ამიტომ კრიზისი და კიდევ ერთხელ პოლიტიკური კრიზისი არის ოპოზიციაში, ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ მე შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახვებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კახიშვილი სააკაშვილზე: დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ის უკვე ძალიან ცუდადაა
Next post პრემიერი – 25 თებერვალი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ, დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი