თეა წულუკიანი: ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, არამედ ევროკავშირი, იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

Read Time:23 Second

ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტების დაჯგუფებად არის ქცეული, არამედ თავად ევროკავშირი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ, რასაკვირველია, ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. რასაკვირველია, ყველა ვადა ზედმიწევნით იქნება დაცული. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – ვანოსაც და მიშასაც თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი, საზოგადოება, რომელმაც ეს წარსული თავად მოიცილა, აღარ ჩაჯდება ძველ ვაგონში, რომელიც ცუდად მიექანებოდა
Next post ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო