თეა წულუკიანი: ჩემთვის, გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიყო თანამდებობაზე, ვუღიმო ყველას, მაგრამ კულტურის სისტემაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებსაც მრავალი წელია პროფესიონალები ითხოვენ

Read Time:31 Second

პირველად ვამბობ თქვენთან – ჩემთვის, გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიყო თანამდებობაზე, ვუღიმო ყველას, მაგრამ კულტურის სისტემაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებსაც მრავალი წელია პროფესიონალები ითხოვენ,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ ეს არ არის ჩემი გამოგონილი ნაბიჯები, ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმის მოლოდინი ძალიან ბევრი თეატრის წარმომადგენელს, მხატვარს ჰქონდა. ეს არის პროფესიონალების ის დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩუმად არიან, თავის საქმეს აკეთებენ და 20-25 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ სისხლით და გაჭირვებით აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არიან მოლოდინის და იმედის რეჟიმში. 2024 წელს, როდესაც არჩევნების შედეგად სავარაუდოდ თანამდებობას დავტოვებ, გამიხარდება, როცა ვნახავ, რომ ამ იმედების რაღაც პროცენტი გავამართლე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 46 წლის ქალმა ფოთის “ბომონდში”, ორი ტყუპი გააჩინა
Next post მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 402 მილიონს გადააჭარბა