თეა წულუკიანი: საქართველოში დევნის მეორე ორგანო არ შეიქმნება

Read Time:1 Minute, 0 Second

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით მესამე სექტორის მოთხოვნას უპასუხა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

თეა წულუკიანმა უპირველეს ყოვლისა ახალი სამსახურის ფუნქციები განმარტა. მისი თქმით, უმთავრესი ფუნქციები იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის (წამება, წამების მუქარა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და რამდენიმე ისეთი დანაშაული, რაც შეიძლება ამგვარმა პირმა ჩაიდინოს ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან მსხვერპლის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) გამოძიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დღევანდელი ფუნქციები. წულუკიანი დასძენს, რომ დევნის ფუნქცია პროკურატურაში დარჩება.

“არასამთავრობოების ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო – პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტი არ არის ასეთი. როდესაც ისინი ამას ამბობენ, ვერ ასახელებენ ვერც ერთ მაგალითს, სადაც ორი პროკურატურა არსებობს და ვერც ჩვენთან იარსებებს. ეს არც სწორია, არც გამართლებული და კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის ინტერესთა კონფლიქტი, რაც შესაძლებელია არსებულიყო, როდესაც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოიძიებს საქმეს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე თავის თავი რომ არ შეამოწმოს, აქ ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს ფუნქცია გახდეს ასეთ საქმეებზე ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგი“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ახალი სამსახური ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება.

ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს წარადგინა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნაზე შეკითხები აქვს ომბუდსმენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი პარტნიორები არიან
Next post “მსოფლიო რაგბის” ჩემპიონატზე ბორჯრალოსნების მეტოქეები ცნობილია