თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ქვეყანაში კურდღელივით შემოვიდა, როგორც ეს მას სჩვევია

Read Time:58 Second

გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად და არეულობის მოსაწყობად. რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა კურდღელივით, როგორც ეს მას სჩვევია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული.

„დღეს, კიდევ ერთხელ, არჩევანი გავაკეთე, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, მანამ, სანამ ახალი თაობები ჩაგვანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არჩევანი მე გავაკეთე მშვიდ გარემოში, როგორც ამას დღეს ჩემი არაერთი თანამემამულე გააკეთებს და ეს ხდება იმის წყალობით, რომ გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად და არეულობის მოსაწყობად. რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა კურდღელივით, როგორც ეს მას სჩვევია. ის დაკავებულია და მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, რა თქმა უნდა, მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მშვიდ გარემოში დღეს ყველანი ვიყოთ ორგანიზებულები, გავაკეთოთ არჩევანი იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ გუშინდელი დაკავების ფაქტით დასრულდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა
Next post დავით ზალკალიანი – დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა