თეა წულუკიანი ოპოზიციაზე – ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია

Read Time:53 Second

 

“ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია აპელირებს ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი, ასევე არ არის.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის – პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა საქმე ეხება რაიმე ტიპის მოთხოვნას პატიმრის შეწყალებასთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია რომ ის ერთსულოვნება რაც “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით დღეს არსებობს, რომ უფრო მეტად პროპორციული გახდეს ჩვენი საარჩევნო სისტემა და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, არ არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი, როგორც ეს ჩანს და ისინი აპელირებენ ისეთი თემებით, რომელიც აბსურდთან არის ახლოს და რასაც ე.წ ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჰქვია”- – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ვთხოვთ, მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება
Next post გიორგი გახარია: მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და დავითვალოთ წიწილები