თეა წულუკიანი: ნიკანორ მელიას ციხე, როგორც პიროვნებას ბენეფიტს არ მოუტანს, მისი დაკავება იყო ერთადერთი სამართლებრივი გზა
ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიება ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მას ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტ-ნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. მან ალბათ იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. დასანანია, რომ მას გარემოცვაში არავინ აღმოაჩნდა, ვინც სწორ რჩევას მისცემდა, იმიტომ რომ რეალურად, პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის დასანანია“, – განაცხდა თეა წულუკიანმა.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30 000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...