თეა წულუკიანი მეგის ქარდავას წერილზე: ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს

Read Time:27 Second

„ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს. ეს ყველაფერი ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას მიერ ციხიდან გავრცელებული წერილის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ასევე, არსებობს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც, ის უკვე მსჯავრდებულია.

„ის წარდგენილია მართლმსაჯულების წინაშე, მართალია ხანგრძლივი საექსტრადიციო პროცედურების შედეგად. მაინც კარგია, რომ გვიან, მაგრამ სამართალმა იზეიმა და ახლა მას უკვე შეუძლია, რომ პასუხი გასცეს როგორც დაზარალებულების ოჯახებს, ასევე პროკურატურას და უფრო ფართოდ კი, ქართულ კანონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება
Next post მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ