თეა წულუკიანი: თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, სწორედ გახარიაა – მან, არაერთ ქალაქში, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური
„თუ ვინმეს ოპოზიციაში საზეიმოდ აქვს საქმე, სწორედ გახარიაა. მან არაერთ ქალაქში, პირველ რიგში, ზუგდიდში, ასევე, სხვაგან, საკუთარ პარტიაზე წარმატებით იძია შური. მან დაამტკიცა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით – ის პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად და ჩვენთვის ზიანის მოსაყენებლად გამოვიდა“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას ამომრჩეველი გააცნობიერებს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა პარტიის ლიდერის გადაწყვეტილება.
„ადამიანურად, მისი ქმედება დასანანია. ვფიქრობ, რომ ყველა მის ამომრჩეველს, რომელთა უმრავლესობაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, ვუთხრა, რომ იმედი მაქვს, ამ შედეგმა თქვენ თვალი აგიხილათ. იმედი მაქვს, ნახეთ, რომ მან ბოლომდე იასპარეზა „ქართულ ოცნებაზე“ შურის საძიებლად. რა მიზეზით ჰქონდა შურისძიების მიზანი, ეს მან თავადვე უნდა აუხსნას ამომრჩეველს. საინტერესოა, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს გახარია საკუთარ ამომრჩეველს მეორე ტურში. ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“. იმედი მაქვს, რომ მისი ამომრჩეველი ბრძენი ამომრჩეველია, იქ არიან პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, ვინც დაუბრუნდებიან საკუთარი პარტიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ყველაფერს გულწრფელად ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს განვითარების შესაძლებლობა. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...