თეა წულუკიანი ელისაშვილს: ბეჭი არ ამოიგდოთ, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ

Read Time:35 Second

მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-ზე წერს.

უმრავლესობის წევრმა ალეკო ელისაშვილს დილეტანტი უწოდა.

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!“, – წერს თეა წულუკიანი.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო“, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა: „ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან – აგიღებ და გამოგიტან გარეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
Next post პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა