თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ

Read Time:37 Second

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას კვლავ სჯერა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნომერიც ჩააწერინა.

„ბატონო ალეკო, თქვენ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ… იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?“, – განაცხადა წულუკიანმა.

ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „მოქალაქეები“ მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სხდომათა დარბაზში 3 პარტიაა წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ჩამოსცდა, კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით, რათა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია გვქონდეს
Next post თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაწესებული დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა