თეა წულუკიანისთვის საფრანგეთში ელჩობა საინტერესო არ არის

Read Time:36 Second

რაც შეეხება მთავრობაში საკადრო ცვლილებას, თეა წულუკიანის თქმით, ზურაბ ალავიძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული კოლეგა, რომელიც იყო თავისუფალი ბოუროკრატიისგან, გართულებებისგან, მას ახასიათებს პროცესის თავისუფალი ადმინისტრირება და საკითხების მარტივად გადაწყვეტა.

„რაკი მისი სურვილი ასეთი იყო, რომ დავეტოვებინეთ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ კერძო სექტორში. გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ სურს, იმ სამყაროს დაუბრუნდეს, სადაც მთელი ცხოვრება კარიერული წინსვლები ჰქონდა. ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო შემომატებაა, წარმატებებს ვუსურვებ. ის კიდევ ერთი ქალი მინისტრი იქნება, რომელიც ჩვენი კაბინეტის ფარგლებში ამხელა სფეროს ჩაიბარებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მაია ცქიტიშვილმა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ალავიძეს კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

ოპოზიციის აზრით, ალავიძე პოსტიდან კორუფციული გარიგებების გამო გადააყენეს. დღესვე “ევროპულმა საქართველომ“ გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული მასალები სუსს მიაწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა
Next post შსს-მ ბახალას ახალი ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე წაუყენა