თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება.

Read Time:26 Second

ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. აქედან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია ახალი საბაგიროს პროექტების განხორციელება. პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პროექტების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი კი სამგორი-ვაზისუბნის პროექტი იქნება.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბნის დასახლებას, სადაც 40 ათასზე მეტი მცხოვრებია, მეტროსადგურ სამგორთან დააკავშირებს. ეს სატრანსპორტო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მეორე პროექტი, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის ტერიტორიასთან დააკავშირებს. ერთი სადგური განთავსდება თემქის ხევშიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვურ კლუბში გადასვლას სამწუხაროს და მიუღებელს უწოდებს
Next post რატი იონათამიშვილი-თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია… მაგრამ, სამწუხაროდ, ცესკას მაისურით მას ვერ ვუქომაგებ, ბასკონიას წარმატება კი მუდამ გამიხარდება