თბილისში ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები შეიცვალა

Read Time:49 Second

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვის მიზნით, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა. ამის შესახებ 1tv წერს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე იყრიდა თავს, რაც გზის ამ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.

პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა.

ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნა. შესაბამისად, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელური ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთიც ცალმხრივი გახდა. ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები დამონტაჟდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის საშუალებით, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩუგოშვილი: უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება
Next post საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ოთხთა ფინალში გავიდა