თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზიის ფინალი 2,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა

Read Time:42 Second

საბავშვო ევროვიზიის ფინალი, რომელიც 2017 წელს თბილისში ჩატარდა,  2,6 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ევროპის მაუწყებელთა კავშირ EBU-ს მონაცემებს 1 TV აქვეყნებს.

EBU-ს ცნობით, წინა წელთან შედარებით, 2017 წელს მუსიკალური კონკურსი 1,3 მილიონი მაყურებლით ნაკლებმა ნახა. თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზიას 15 ქვეყანაში 2,6 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ყველაზე მეტი ადამიანი, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალს, პოლონეთიდან ადევნებდა თვალს. ამ ქვეყანაში კონკურსი 866 ათასმა მაყურებელმა ნახა. პოლონეთი ამ მხრივ უკვე მეორე წელია პირველ ადგილს იკავებს, თუმცა 2016 წელს მაყურებელთა რაოდენობა გაცილებით დიდი იყო – 2,8 მილიონი ადამიანი.

2017 წელს თავად მასპინძელ ქვეყანაში კონკურსს 2013 წლის შემდეგ ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ასევე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთიდან დაფიქსირდა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსიში 16 ქვეყანა მონაწილეობდა გამარჯვება კი რუსეთის წარმომადგენელმა პოლინა ბოგუსევიჩმა მოიპოვა. საქართველოს ევროვიზიაზე გრიგოლ ყიფშიძე წარმოადგენდა. მან  185 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post dailysta -ის ცნობით თურქეთის სასამართლომ ექვს ჟურნალისტს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
Next post აჭარაში, კურორტ გომარდულზე 3,5 მეტრიანი საბაგირო გაკეთდება