თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

Read Time:1 Minute, 4 Second

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს.

“აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური ქაოსი, თაობათა დაპირისპირება და ა.შ. ამიტომაც მისი რომანები  საკითხავად მიმზიდველია. ეს არის მისი პოპულარობის მიზეზი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოებაზე და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აანალიზებს და ადგენს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მისი რომანები გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, რის გამოც ის იმ იშვიათ მწერალთა რიგებშია, რომლებიც ქმნიან დამამახსოვრებელ პერსონაჟებს, რომელთა უნიკალურობაც დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში. აკა მორჩილაძე პატარა ერის წარმომადგენელია, ამიტომ ცდილობს მკითხველს (განსაკუთრებით უცხო აუდიტორიას) წარუდგინოს თავისი ქვეყნის ეროვნული თავისებურება და, ამავდროულად, აქცენტი გადაიტანოს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც თანაბრად ფასეულია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ აკა მორჩილაძე თავის რომანებში განსხვავებულ ენობრივ სისტემას ქმნის – მისი გმირების მეტყველება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკს ან სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტი – საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტების, ქალაქური მეტყველების, ჟარგონის თავისებური ნაზავი, რომელიც ჩანაცვლებულია თვით ავტორის მიერ გამოგონილი ხელოვნური დიალექტით,“- ნათქვამია წარდგენაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატის წარდგენაზე წერილი ნობელის კომიტეტიდან მიიღო. 1993 წლიდან ნობელის პრემიაზე  საქართველოდან კანდიდატის წარდგენა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის პრეროგატივაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ციფრებში არიან დაკარგულები – რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო, რაც ნიშნავს, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი? – ირაკლი ზარქუა “ლელოს” 1000-ლარიან საპენსიო დაპირებაზე
Next post ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს