თბილისის სატრანსპორტო ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება

Read Time:44 Second

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სატრანსპორტო ქსელს ემატება 13 ახალი მარშრუტი. აქედან 5 საქალაქო მნიშვნელობისაა და მიკროავტობუსების 8 ხაზი, რომელსაც საუბნო დატვირთვა ექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება.

ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული – საბურთალო – ვაკე- საბურთალო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა – წყნეთი; N483 წყნეთი – წრიული; N419 სოფ. აგარაკი – მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 -ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური „ისანი“; N457 „სადგურის მოედანი“ – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი. ამასთან,

მგზავრები ახალ ხაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს
Next post მიჰაელ ზიბერტი: ახალი საარჩევნო სისტემა, რომლითაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, გზას უკვალავს უფრო მეტ საპარლამენტო პლურალიზმს