თამარ ხულორდავა – ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს

Read Time:46 Second

ყველა საერთაშორისო ფორმატში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს და რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, მათი მუშაობის შედეგია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვმუშაობთ შესაბამის რეზოლუციაზე ევროპარლამენტში. იმედი მაქვს, ამ რეზოლუციას ზაფხულისთვის მიიღებენ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია, „თანამშრომლობა საქართველოსთან“, მიიღო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირმა ინაშვილი – ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ვიპოვით და ადეკვატურ პასუხს გავცემთ
Next post ტრამპს რუსი დიპლომატების გაძევებას ურჩევენ