თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია

Read Time:1 Minute, 8 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იზეიმებს – 1999 წლის 27 აპრილს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41-ე წევრი ქვეყანა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ 1999 წლიდან დღემდე განვლილ გზაზე, იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ 20 წლის განმავლოაბაში განახორციელა.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის შემდგარი ქვეყანა. ის არამხოლოდ ძალიან შორს არის 20 წლის წინანდელი მდგომარეობისაგან, არამედ არის ძლიერი და საინტერესო ქვეყანა, რომელმაც შეძლო და განახორციელა ბევრი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები დადო დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და არის რეგიონში სამაგალითო.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ვოიცეხ სავიცკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის ახალი ქვეყანა, რომლის წარმატებებს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს. ის არის წინსვლისა და რეფორმების საუკეთესო მაგალითი რეგიონში და მას შეუძლია, ჰქონდეს ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საქმეში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველო პირველად ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთანავე, აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე.

2019 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტში გაიმართება საგანგებო სესია, რომელიც ამ თარიღს მიეძღვნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი საქართველოში მოიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოთხმა კომაროველმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა
Next post ლევან გოგიჩაიშვილი – მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას მოსახლეობის კონსენსუსი ამაგრებს