თამარ ჩუგოშვილი: უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება

Read Time:43 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლის საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამ კუთხით არც ევროპარლამენტისგან ელოდებიან რაიმე სახის შენიშვნებს.

თამარ ჩუგოშვილი ვიზალიბერალიზაციას უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს უწოდებს და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკითხზე მეტი პასუხისმგებლობის უცილებელობაზე საუბრობს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა.

ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა. პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა.

მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია მაისაშვილი გარდაიცვალა
Next post თბილისში ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები შეიცვალა