თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს სახელმწიფომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამომწურავად წარადგინა

Read Time:17 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებები ამომწურავად წარადგინა.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ მასალებს სასამართლოში შესაბამისი შეფასებები მოჰყვება.

„ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობამ მაქსიმალურად კომპეტენტურად, სწორად და ამომწურავად მოაგროვა ყველა მტკიცებულება, რაც საქმეში მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ სასამართლოში შესაბამისი შეფასებებიც მოჰყვება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთის დუმამ სანქციების საპასუხო ზომების შესახებ კანონი დაამტკიცა
Next post ერაყში, ბელგიის მოქალაქეს ISIS-ის წევრობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს