თამარ ჩუგოშვილი: კულტურულ სფეროში ცენზურა არ შემოდის

Read Time:36 Second

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არანაირი ცენზურის დაწესება არ იგეგმება და საავტორო ნაწარმოებების კუთხით მხოლოდ კონსტიტუციის ნორმების კანონმდებლობაში თარგმნა მიმდინარეობს.

“არანაირი განზრახვა და სურვილი რაიმე შეზღუდვის დაწესების არ არსებობს, ეს არის კონსტიტუციასთან კანონმდრბლობის ტექნიკური ჰარმონიზაციის პროცესი. თუკი რაიმე შენიშვნები და მოსაზრებები არსებობს, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, გავიზიაროთ და ყველანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ რაიმე დამატებითი შეზღუდვები შემოდის კულტურულ სფეროში გამოხატვასთან დაკავშირებით, ამის საფუძველი არ დავტოვოთ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება. ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს. ცვლილების ავტორები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

ცვლილებები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკრიტიკა და მას არაკონსტიტუციური უწოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯგუფი “ქუჩის ბიჭების” წევრმა პაატა ხაჩიძემ ანკარაში ახალ კლიპზე მუშაობა დაასრულა
Next post მსუქან მგზავრებს თვითმფრინავში მეორე ადგილს უფასოდ მისცემენ